გამოყენების პირობები

შექმნილია 2019 წლის 13 სექტემბერს

წინამდებარე ვებგვერდის გამოყენება რეგულირდება GuestMe-ის მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით.

ტერმინები „GuestMe", „GuestMe.ge", „პლატფორმა", „შუამავალი", „კომპანია" გულისხმობს ვებგვერდის ადმინისტრაციის მხარეს, ხოლო ტერმინი „თქვენ", „მომხმარებელი", „მიმწოდებელი", „შემსყიდველი" გულისხმობს ინდივიდს, კომპანიას, იურიდიულ პირს, რომელიც იყენებს www.guestme.ge-ს.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წესებსა და პირობებს, რომელიც არეგულირებს ვებგვერდის გამოყენებას. ვებგვერდზე სტუმრობით, ან მასზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით, ადასტურებთ და ეთანხმებით მითითებულ წესებს, რომლებიც შესაძლოა ცალმხრივად შეიცვალოს ჩვენ მიერ, რაც დაფიქსირდება მოცემულ ვებგვერდზე და მასზე თქვენი სტუმრობა ნიშნავს შესაბამის პირობებზე დათანხმებას.

 

რეგისტრირებული მომხმარებელი

  • წარმოადგენს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც ვებგვერდს იყენებს როგორც მიმწოდებელი ან შემსყიდველი;

  • რეგისტრირებული მომხმარებელი ავსებს ყველა შესაბამის მოთხოვნილ ველს ვებგვერდზე რეგისტრაციისთვის და ადასტურებს, რომ მითითებული ინფორმაცია არის უტყუარი;

  • რეგისტრირებული მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას საავტორო უფლებები;

  • მიმწოდებელი ვალდებულია დაეთანხმოს ან უარყოს ჯავშანი, მისი გაკეთებიდან 3 საათის ვადაში, თუ ჯავშანი კეთდება 10:00-20:00 შუალედში, ხოლო 20:00-ის შემდეგ გაკეთებულ ჯავშნებზე რეაგირება უნდა მოახდინოს 13:00-მდე;

  • რეგისტრირებული მომხმარებელი უზრუნველყოფს საკუთარი მომხმარებლის პროფილის უსაფრთხოებას. მის პროფილზე არასანქცირებული შეღწევის შემთხვევაში მიყენებულ ზიანზე ვებგვერდის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს;

  • მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას ადგილობრივი კანონმდელობა;

  • მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს როგორც საკუთარი, ასევე შემსყიდველის უსაფრთხოება. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ვებგვერდის ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი.

 

შუამავალი

  • ახორციელებს საშუამავლო მომსახურებას მიმწოდებლად და შემსყიდველად რეგისტრირებულ პირებს შორის;

  • შუამავალი უწევს მენეჯმენტს GuestMe.ge-ს;

  • შუამავალი ვალდებულია მიმწოდებლის მოთხოვნის შესაბამისად შეუქმნას მას მომხმარებლის გვერდი;

  • შუამავალი ვალდებულია განიხილოს ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მიმწოდებელს შეაქვს საკუთარი პროფილის გვერდზე და დაადასტუროს ან უარყოს ეს ცვლილებები;

  • შუამავალი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ შემსყიდველი მიიღებს ანაზღაურებას გაწეული მომსახურებისთვის;

  • შუამავალი არ იღებს ვალდებულებას მომსახურების ხარისხზე.

 

მომსახურების გაწევის ანაზღაურების/გადახდის წესები

  • გაყიდული პროდუქციის/მომსახურების ღირებულებიდან შუამავალი იტოვებს საკომისიო წილს;

  • შუამავალი მიიღებს თანხას შემსყიდველისგან და ჩაურიცხავს მიმწოდებელს გონივრულ ვადაში (შეკვეთის შესრულებიდან მაქსიმუმ 7 დღის ვადაში) უნაღდო ანგარიშსწორების სახით;

  • „მიმწოდებელი“ უფლებამოსილებას ანიჭებს „შუამავალს“ ყოველი კონკრეტული შეკვეთის შემთხვევაში, მიიღოს „შეკვეთის ანაზღაურების“ თანხა „მიმწოდებლის“ სახელით;

  • წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერი მხარე ინდვიდუალურად პასუხისმგებელია წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებაზე; „შუამავლი“ იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას „მიმწოდებლის“ მიერ შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებებისადმი.

 

შეკვეთის გაუქმება

  • შეკვეთის განხორციელებისას, შემსყიდველი უთითებს მისთვის სასურველი პროდუქციის რაოდენობას, მიწოდების დროსა და შესყიდვის სხვა არსებით პირობებს. მხარეთა შორის მომსახურების ან/და პროდუქტის შესყიდვის ფასსა და ზემოაღნიშნულ პირობებზე შეთანხმება, რაც საბოლოოდ ფიქსირდება ვებგვერდის ბაზაში წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმებას და შესყიდვა/გაყიდვის ოპერაცია მიიჩნევა წარმატებით განხორციელებულად;

  • დაუშვებელია მხარეთა შეთანხმებით ვებგვერდის მეშვეობით განხორციელებული შეკვეთის თვალთმაქცური გაუქმება იმ მიზნით, რომ მოხდეს შუამავლისთვის გადასახდელი საშუამავლო მომსახურების საკომისიოს თავიდან აცილება;

  • ვებგვერდის რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ მიმდინარე შეკვეთის გაუქმება ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვებგვერდზე განხორციელდება გაუქმების მოთხოვნა. ნებისმიერი სხვა საშუალება (სატელეფონო ზარი შუამავალთან, სატელეფონო ზარი გამყიდველთან/შემსყიდველთან, შეტყობინება ელ. ფოსტის საშუალებით და სხვა) შეკვეთის გასაუქმებლად არ განიხილება შუამავლის მიერ ვალიდურად და ასეთ შემთხვევაში შუამავალი უფლებამოსილია მოითხოვოს საშუამავლო მომსახურების საკომისიო;

  • მყიდველს უფლება აქვს გააუქმოს შეკვეთა სტუმრობამდე 24 საათით ადრე. ამ შემთხვევაში მას აქვს უფლება მოითხოვოს გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, საბანკო გადარიცხვის საკომისიოს გამოკლებით;

  • თუ გაუქმების მომენტში ვახშმამდე დარჩენილია 24 საათზე ნაკლები, სტუმარი ვერ იბრუნებს გადახდილ თანხას. მასპინძელი იღებს ღირებულების 50%-ს;

  • თუ მასპინძელი აუქმებს დადასტურებულ ჯავშანს, მაშინ სტუმარი იღებს გადახდილ თანხას სრულად, ხოლო მასპინძელს GuestMe-ის წინაშე მართებს ამ ჯავშნის ღირებულების გადარიცხვის საკომისიო, რომელიც შემდეგი შეკვეთის ღირებულებიდან დაექვითება.

 

საჩივრების ან პრეტენზიების გადაწყვეტა

  • ჩვენ ვცდილობთ გამოცდილება მოგზაურსა და მასპინძელს შორის მეტად უფრო სასიამოვნო გავხადოთ. თუ თქვენ ხართ მოგზაური ან მასპინძელი და თქვენ გაქვთ პრობლემა მასპინძელთან ან მოგზაურთან (გარემოებებიდან გამომდინარე), გირჩევთ ამ პრობლემის გადასაჭრელად პირდაპირ დაუკავშირდეთ მეორე მხარეს - ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დაგეხმაროთ საკითხის მოგვარებაში;

  • მოგზაური და მასპინძელი თანხმდებიან ითანამშრომლონ GuestMe-სთან და გაუწიონ მას სინდისიერი დახმარება, ასევე GuestMe-ს მიაწოდონ ისეთი ინფორმაცია და იღონონ ისეთი ქმედებები, რომლებიც, შესაძლოა, მოთხოვნილი იყოს ჩვენ მიერ ნებისმიერ საჩივართან ან პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელსაც გამოხატავს ორივე მხარე კულინარიულ გამოცდილებასთან ან მომსახურების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით. თუ თქვენ ბრძანდებით მოგზაური ან მასპინძელი GuestMe-ის თანხმობით და იმ ხარისხით, რომლითაც შეგიძლიათ ამის გაკეთება, ეთანხმებით მიიღოთ მონაწილეობა შუამავლობასა და მსგავს პროცესებში მასპინძელთან ან მოგზაურთან, თქვენთვის დანახარჯების გარეშე - ნებისმიერი შესაბამისი პროცესი ჩატარდება ჩვენ ან მესამე პირის მიერ, რომელიც იქნება GuestMe-ის არჩეული.

 

პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობები

  • მხარეები ვალდებულნი არიან მაქსიმალურად დაიცვან მიმწოდებლის/მომხმარებლის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობა და მათი ხელშეუხებლობა. პერსონალური მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ ქვემოთ განსაზღვრულ შემთხვევებში შემდეგი პირობების დაცვით:

    • „კომპანიას“ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების მიწოდებამდე აუცილებელია გააჩნდეს მომხმარებლის წინასწარი თანხმობა;

    • მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას „კომპანია“ მოქმედებს იმ პრეზუმფციით, რომ „კომპანიას“ მომხმარებელისათვის სრულყოფილად აქვს განმარტებული და მომხმარებელსაც თანხმობა აქვს გაცხადებული იმის თაობაზე, რომ მისი პერსონალური მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ ლეგიტიმური მიზნებისთვის, საჭირო მოცულობითა და ვადით.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

წესებსა და პირობებთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით: info@guestme.ge.