ჩვენ ყოველღიურად ვეძებთ მასპინძლებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. თუ თქვენ გემრიელად ამზადებთ, საუბრობთ რომელიმე უცხო ენაზე, კომუნიკაბელური და სტუმართმოყვარე ხართ, გაქვთ დრო და შესაძლებლობა უმასპინძლოთ თქვენთან სახლში, მაშინ მოუთმენლად ველით თქვენს განაცხადს/აპლიკაციას.
ჩვენ გთავაზობთ:
თქვენ არჩევთ მენიუს და სტუმრობის თქვენთვის შესაფერის თარიღსა და დროს. მომხმარებელთა განხილვების საფუძველზე მოგეცემათ საშუალება თქვენს შეთავაზებას მოუმატოთ ფასი.
პლატფორმა გამოსაყენებლად მარტივი და მოსახერხებელია, თუმცა მის მართვაში ჩვენ მაინც დაგეხმარებით. თქვენი შეთავაზების პლატფორმაზე განთავსება უფასოა.
თქვენ გესტუმრებიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მოგზაურები.
სტუმრების შესახებ წინასწარ მოგეწოდებათ ინფორმაცია, ჯავშნის მიღება თქვენზეა დამოკიდებული. შეკვეთის დადასტურების შემდეგ, სტუმარი პლატფორმაზე იხდის საფასურს.
გთავაზობთ უსაფრთხო გარემოს და გარანტირებულ გადახდებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სტუმრებმა ჯავშანი გვიან გააუქმეს ან არ გამოჩნდნენ.
შერჩევის პროცესი: