შეიქმნა 2019 წლის 7 სექტემბერს

აღნიშნული კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს ინფორმაციას იმის შესახებ, GuestMe.ge - ზე წვდომისა და გამოყენების დროს როგორ აგროვებს, ამუშავებს და იყენებს GuestMe მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს. შესაძლოა, ჩვენ დროდადრო განვაახლოთ და გადავხედოთ აღნიშნულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. განახლებული ვერსია განთავსდება ვებგვერდზე.

 

1. ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება

1.1 ინფორმაცია ანგარიშის შესახებ

1.1.1. თუ თქვენ შექმნით ანგარიშს პირდაპირ ჩვენს ვებგვერდზე, ჩვენ შევაგროვებთ გარკვეულ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება იქნას გამოყენებული თქვენი იდენტიფიცირებისთვის - თქვენი სახელი, ელ-ფოსტის მისამართი და დაბადების წელი (PII).

1.1.2. თუ თქვენ შექმნით ანგარიშს თქვენი ავტორიზაციის მონაცემებით Facebook-ის ანგარიშიდან, ჩვენ შეგვიძლია თქვენი სახელის, ელ-ფოსტის მისამართისა და იმ პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის (PII) შეგროვება, რომელზე წვდომის შესაძლებლობასაც თქვენი კონფიდენციალურობის პარამეტრები გვაძლევს. ჩვენ არ ვიღებთ ან ვინახავთ Facebook ანგარიშის პაროლებს.

1.1.3. თუ თქვენ შექმნით ანგარიშს და თავად ბრძანდებით მასპინძელი, ჩვენ თქვენგან მივიღებთ დამატებით ინფორმაციას, რომელსაც გამოვიყენებთ თქვენი პროფილის შესაქმნელად.

მასპინძლის პროფილი და თქვენი ინფორმაცია გამოიყენება ჩვენი სერვისების შესათავაზებელად. ეს შეიძლება იყოს შემდეგი ინფორმაცია: თქვენი სახელი, ელ-ფოსტის მისამართი, დაბადების თარიღი, ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი და ბიოგრაფიული ინფორმაცია, რომელსაც თქვენი გადაწყვეტილებით მოგვაწოდებთ თქვენი პროფილის შესაქმნელად.

1.2 მიმოხილვები მომხმარებლის შესახებ

თუ ვინმე გამოაქვეყნებს მიმოხილვას მომხმარებლის შესახებ, ის გამოქვეყნდება მომხმარებლის პროფილის გვერდზე.

1.3 დაჯავშნა

ანგარიშის შექმნის გარდა, ჩვენი სერვისების გამოყენებისთვის თქვენ ასევე შეგიძლიათ ჯავშნის გაკეთება. ჯავშნის გაკეთებისას, ჩვენ ვაგროვებთ დამატებით ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ჩვენი სერვისების დამუშავებისა და შემოთავაზებისათვის. თუ თქვენ ჯავშანს პირდაპირ ჩვენი ვებგვერდის საშუალებით აკეთებთ, ჩვენ ვაგროვებთ სტუმრების სახელებს, თქვენი ადგილობრივი ტელეფონის ნომერს ან სასტუმროს მისამართს, დამატებით მომსახურებად ტრანსპორტირების მოთხოვნას, ასევე ინფორმაციას ალერგიისა და დიეტური შეზღუდვების შესახებ. ამ მომსახურებისთვის გადახდა წარმოებს მესამე მხარის „თიბისი ბანკის“ (ქვემოთ მოცემულია აღწერა) მეშვეობით. თანხის ჩამოჭრა თქვენი საბანკო ბარათიდან ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მასპინძელი დაადასტურებს თქვენს შეკვეთას.

1.4 ინფორმაციის გაზიარება

GuestMe მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს გამოაქვეყნონ ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია ფართო საზოგადოებისთვის, მათ შორის, მაგრამ არა შეზღუდულად:

მომხმარებლის საჯარო პროფილის გვერდი, დროის ხელმისაწვდომობა თითოეული ვახშმისათვის, ვახშმის აღმწერი ფოტოები (გაითვალისწინეთ, ფოტოებზე შეიძლება იყოს უფრო მეტი კერძი, ვიდრე თქვენს შეთავაზებაშია შესული, ამიტომ წაიკითხეთ მენიუს აღწერა), შეკვეთილი ვახშმის დასრულების შემდეგ, სტუმრებს შეუძლიათ შთაბეჭდილების დაწერა და მასპინძლების შეფასება. შეფასებები გახლავთ მომხმარებლის საჯარო პროფილის გვერდის ნაწილი.

1.4.1 გვერდების სხვა მფლობელები

ჯავშნის დადასტურების მიღების შემდეგ, თითოეული სტუმარი და შესაბამისი მასპინძელი იღებს ინფორმაციას ერთმანეთის ვინაობისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ. ეს ნიშნავს: თუ თქვენ ხართ სტუმარი, ჩვენ ვაწვდით თქვენს სახელსა და ელ-ფოსტის მისამართს მასპინძელს, ასევე შეგვიძლია თქვენი ტელეფონის ნომრის გაზიარებაც, ხოლო, თუ თქვენ ხართ მასპინძელი, სტუმრებს ვუზიარებთ თქვენს სახელს, სახლის მისამართს და ელ-ფოსტის მისამართს. ასევე შეგვიძლია თქვენი ტელეფონის ნომრის გაზიარებაც. ეს აუცილებელია მომსახურების უზრუნველყოფისთვის.

1.4.2 ჩვენი მომსახურების მიმწოდებლები

ადმინისტრირებისა და მომსახურების უზრუნველსაყოფად ჩვენ შესაძლოა ჩავრთოთ მესამე მხარე. მათ შორის საგადამხდელო სისტემები (მაგალითად, „თიბისი ბანკი“), რომლებიც მონაცემთა ბაზებისა და ვებ-სერვისებისთვის ჩვენი მასპინძლებისა და სტუმრების გადახდების დასამუშავებლად არის აუცილებელი. აღნიშნული პროცესი მონაცემების უსაფრთხოდ შენახვისათვის არის გამიზნული და მოქმედებს როგორც ვებ-სერვერი, რომელიც გამოიყენება ჩვენი საიტის მუშაობის გასაუმჯობესებლად.

მესამე მხარის მომსახურების მიმწოდებლებს თქვენს პირად ინფორმაციაზე (PII) მომსახურების გაწევის მიზნით მხოლოდ ჩვენი სახელით აქვთ წვდომა და ვალდებულნი არიან არ გაამჟღავნონ ან გამოიყენონ თქვენი პირადი ინფორმაცია (PII) სხვა მიზნებისათვის.

1.4.3 ჩვენი პარტნიორები

ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ პარტნიორებთან, რომლებიც გვთავაზობენ გიდის მომსახურებას იმ ადგილებში, სადაც ვთავაზობთ ჩვენს მომსახურებას. ასეთი პარტნიორები ხელს შეუწყობენ ჩვენი სერვისების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, ჩვენ კი შეგვიძლია გავაზიაროთ ინფორმაცია იმ მასპინძლებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ არეალში არიან და მივცეთ პარტნიორებს შესაძლებლობა დაჯავშნონ მასპინძლებთან სტუმრობა.

აღნიშნულ პარტნიორებში შედიან ტურისტული სააგენტოები, ტურ-ოპერატორები, ასევე ონლაინ ტურებისა და ღონისძიებების შუამდგომლები. ეს ინფორმაცია შემოიფარგლება მხოლოდ სახელით, ასაკით, ელ-ფოსტის მისამართით და ადგილობრივი ტელეფონის ნომრით, რომელიც მხოლოდ სერვისის გასაწევად იქნება გამოყენებული და შეთანხმებული მომსახურების უზრუნველსაყოფად გადაეცემა შესაბამის მასპინძელს, რომელთანაც სტუმარს შეკვეთილი აქვს ვიზიტი.

1.4.4 მესამე მხარეები

ინდუსტრიის კვლევებისა და ანალიზისთვის, დემოგრაფიული პროფილებისა და სხვა მსგავსი მიზნებისათვის, ჩვენ შეიძლება გადავცეთ განზოგადებული და არამაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია მესამე პირებს.

1.4.5 საგადასახადო ორგანოები

კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ჩვენ, შესაძლოა გადავცეთ მომხმარებლის მონაცემები, ასევე მომხმარებლის ჯავშნებთან და ტრანზაქციებთან დაკავშირებული ინფორმაცია, შესაბამის საგადასახადო ორგანოებს. მათ შორის მასპინძლის ან სტუმრის სახელი, მისამართი, ტრანზაქციების თარიღი და თანხის მოცულობა, საგადასახადო საიდენტიფიკაციო კოდი, მიღებული გადასახადების მოცულობა.

1.5 ინფორმაცია მარკეტინგის შესახებ

ჩვენთან ანგარიშის შექმნისას ან ჩვენთვის თქვენი ელ-ფოსტის მისამართის მოწოდებისას, ჩვენ ვიყენებთ მას გამოწერისთვის, რათა თანხმობა მივიღოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის გამოგზავნაზე. თუ ნებისმიერ დროს გადაწყვეტთ, რომ აღარ გსურთ ასეთი წერილების მიღება, გთხოვთ, მოგვწეროთ info@guestme.ge-ზე თემატიკით ”კონფიდენციალურობის პოლიტიკა”.

 

2. გადახდა

GuestMe არ აწარმოებს, გადახდის ინსტრუმენტებთან დაკავშირებული, მომხმარებლის მიერ კვების მომსახურებისა და მიღებული გამოცდილების უზრუნველსაყოფად დაშვებული, მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას და არ გადასცემს აღნიშნულ ინფორმაციას მესამე პირს. გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამჟამად, GuestMe.ge-ზე გადახდა წარმოებს „თიბისი ბანკით“, ონლაინ გადასახადების დასამუშავებლად ონლაინ ბიზნესებისთვის. მომხმარებლები თავიანთ ინფორმაციას და მონაცემებს ანგარიშსწორების შესახებ პირდაპირ უზიარებენ „თიბისი ბანკს“. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ბანკს, შესაძლოა, გადავცეთ მომხმარებლის პირადი ინფორმაცია. მაგალითად, მომხმარებლის სახელი და მისამართი.

 

3. „მზა ჩანაწერები“ (Cookies)

ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს და ვაკვირდებით ჩვენს ვებგვერდზე მომხამრებლების ქცევას რათა დავრწმუნდეთ, რომ გთავაზობთ საუკეთესო გამოცდილებას ჩვენს ვებგვერდზე ყოფნისას და შევძლოთ მუდმივად გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი.

ჩვენს ვებგვერდზე ვაგროვებთ ინფორმაციას cookies-ების, მომხმარებლების ვებგვერდზე ნავიგაციის და ქცევის შესახებ, კერძოდ:

  • IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, საოპერაციო სისტემა და ბრაუზერი.

  • ვაგროვებთ ინფორმაციას ჩვენს ვებგვერდზე გახსნილი გვერდების, სესიის ხანგრძლივობის და სესიის სხვადასხვა პარამეტრების შესახებ.

  • ინფორმაცია იმ ქმედებების შესახებ რომელიც ჩვენს ვებგვერდზე მოხდა: ფორმების შევსება, ვებგვერდის ინტერაქციულ ელემენტების გამოყენება და ა.შ.

  • ვებგვერდზე ველების შევსების პროცესი, დრო და ფორმა.

მოგროვებულ ინფორმაციას ვიყენებთ:

  • ვებგვერდის სტატისტიკის საწარმოებლად პროცესების და ველების ოპტიმიზაციის მიზნით;

  • ვებგვერდის მომხმარებლების დაცვისა და თაღლითური ქმედებების პრევენციის მიზნით;

  • ვებგვერდზე მომხმარებელთა ნაკადის კონტროლისა და მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის შესაფასებლად;

  • ასევე იმის დასადგენად თუ როგორ ხვდებიან მომხმარებლები ვებგვერდზე და Google Analytics-ის რეპორტების საწარმოებლად.

ვებგვერდის გამოყენების დაწყებამდე, თქვენ გაქვთ საშუალება დაეთანხმოთ cookies და მომხმარებელთა ქცევაზე დაკვირვების შესახებ შეტყობინებას „თანხმობა“ ღილაკზე დაჭერით. იმ შემთხვევაში თუ არ დაეთანმხებით „Cookie პოლიტიკა“-ს, თუმცა გააგრძელებთ ვებგვერდის გამოყენებას, აღნიშნული

ქმედება მაინც ჩაითვლება თქვენს თანხმობად ზემოთ აღნიშნულ ქმედებაზე ჩვენ არ ვიყენებთ cookie ფაილებს და მომხმარებლის ქცევაზე დაკვირვების შედეგად მიღებულ მონაცემებს პირადი ინფორმაციის შეგროვების მიზნით. თუ გსურთ, შეზღუდოთ cookie ფაილები ან დაბლოკოთ ისინი ჩვენს ვებგვერდზე, ამის განხორციელება შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით.

 

4. თქვენი კონფიდენციალურობის უფლებები

თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ უარი თქვათ GuestMe–სთვის ინფორმაციის გაზიარებაზე. თუმცა, ჩვენი სერვისების გამოსაყენებლად, შეიძლება საჭირო გახდეს თქვენი მხრიდან გარკვეული ინფორმაციის მოწოდება.

4.1 “მზა ჩანაწერები” (Cookies)

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ან უარყოთ cookie ფაილები. დააჭირეთ მთავარ გვერდზე ან საიტის სანავიგაციო სხვა გვერდებზე გამოსახულ ბანერის სურათს. ამის გაკეთება შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის კონტროლის პანელიდან.

4.2 თქვენი მონაცემების უფლებების დაცვა

თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ იმ პირად ინფორმაციაზე წვდომის, გადახედვის, განახლების, გამოსწორებისა და წაშლის, რომელსაც თქვენ შესახებ ფლობს GuestMe, ასევე განახორციელოთ ნებისმიერი სხვა უფლება-მოვალეობა მონაცემებთან დაკავშირებით, რომელიც დაცულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თუ გსურთ თქვენი პირადი ინფორმაციისა (PII) და თქვენი ანგარიშის წაშლა, ამის გაკეთება შესაძლებელია თქვენი ანგარიშის პარამეტრების გვერდზე ან, სურვილის მიხედვით, დაგვიკავშირდეთ info@guestme.ge.

 

5. კონტაქტი

კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვის ან პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: info@guestme.ge.