მასპინძლები
თბილისი
თათო: ტრადიციული ქართული კერძები ძველ თბილისში
თათო: ტრადიციული ქართული კერძები ძველ თბილისში
0
Profile
სტანდარტული მენიუ
ვეგეტარიანული მენიუ
ღორის ხორცის მენიუ

  • გაუქმება სტუმრობამდე 24 საათით ადრე
  • თანხას იხდით მასპინძლის მიერ ჯავშნის დადასტურების შემდეგ
  • განსაკუთრებული გამოცდილება თქვენს მასპინძლებთან ერთად

ჩიტაიას ქუჩა
1 ადამიანი
2-4 ადამიანი
5+ ადამიანი
სტანდარტული მენიუ 20 17 17
ვეგეტარიანული მენიუ 20 16 16
ღორის ხორცის მენიუ 20 17 17
1 ადამიანი
სტანდარტული მენიუ 20
ვეგეტარიანული მენიუ 20
ღორის ხორცის მენიუ 20

2-4 ადამიანი
სტანდარტული მენიუ 17
ვეგეტარიანული მენიუ 16
ღორის ხორცის მენიუ 17

5+ ადამიანი
სტანდარტული მენიუ 17
ვეგეტარიანული მენიუ 16
ღორის ხორცის მენიუ 17
0
თათო: ტრადიციული ქართული კერძები ძველ თბილისში

თათო: ტრადიციული ქართული კერძები ძველ თბილისში

სტანდარტული მენიუ
ვეგეტარიანული მენიუ
ღორის ხორცის მენიუ
თათო ქალაქის ძველ უბანში, ნაძალადევში, გიმასპინძლებთ. მისი სახლი მცირე ზომისაა, თუმცა აქ შეხვდებით უამრავ მშვენიერ ხელნაკეთ ნივთს. მასთან მისვლამდე შეგიძლიათ ისეირნოთ ვიწრო ქუჩებში და დატკბეთ მე-20 საუკუნის თბილისის არქიტექტურით, რომელიც ქალაქის ამ ნაწილში დაბალი საცხოვრებელი სახლებითაა წარმოდგენილი.  

რას უნდა ველოდო

მასპინძლის გზავნილი:

გამარჯობა, მე ვარ თათო ავალიშვილი, 60 წლის. ადამიანი, რომლის სახლშიც თქვენ ეზიარებით ქართულ სამზარეულოს, სტუმარმასპინძლობას, სითბოს. მე და ჩემი ძაღლი (პომერანული შპიცი) დუსი, ყველანაირად ვეცდებით, რომ თქვენ სასიამოვნო მოგონებებით წახვიდეთ ჩვენი სახლიდან.

 

ჩემი სახლი მდებარეობს ძველ თბილისში, ძალიან კოლორიტულ ეზოში, რომელსაც საქართველოში ეძახიან "იტალიურ ეზოს". სახლი მოწყობილია ბოხოს სტილში, სადაც დაგხვდებათ ჩემი მეუღლის ნახატები და ჩემი ხელით შექმნილი და მოხატული სახლის აქსესუარები.

 

საერთოდ მიყვარს შემოქმედება, კერძის მომზადება ჩემთვის ხელოვნებაა, რომელსაც თქვენც უნდა გაზიაროთ. გაგასინჯოთ არა მარტო უგემრიელესი ქართული კერძები, არამედ ქართული ღვინოც, თუ მოინდომებთ ქართული ჭაჭაც. ვფლობ რუსულ ენას. მობრძანდით, გელით. მერწმუნეთ დიდ სიამოვნებას მიიღებთ.

 

- სტანდარტული მენიუ -

 

სტარტერი

  • ნიგვზიანი ბადრიჯანი

ძირითადი კერძები

  • სუპხარჩო (საქონლის ხორცი, ბრინჯი, სუნელები, პომიდორი, ტყლაპი)
  • ხინკალი - 7ც 1 ადამიანისთვის (საქონლის ხორცი, ღორის ხორცი, ძირა)
  • იმერული ხაჭაპური
  • ყველი და ჭადი
  • კიტრისა და პომიდვრის სალათი კახური ზეთით

დესერტი

  • გოგრა ხილფაფის შიგთავსით და ხილი

კომპოტი

 

- ვეგეტარიანული მენიუ -

 

სტარტერი

  • წითელი ლობიოს სუპი

ძირითადი კერძები

  • აჯაფსანდალი (ჩაშუშული ბადრიჯანი და სხვა ბოსტნეული)
  • იმერული ხაჭაპური
  • ისპანახი ნიგვზით
  • კიტრისა და პომიდვრის სალათი კახური ზეთით

დესერტი

  • გოგრა ხილფაფის შიგთავსით და ხილი

კომპოტი

 

- ღორის ხორცის მენიუ -

 

სტარტერი

  • მაწვნის სუპი

ძირითადი კერძები

  • ღორის ხორცი, ჩაშუშული წითელ ღვინოში
  • ნიგვზიანი ბადრიჯანი
  • კიტრისა და პომიდვრის სალათი კახური ზეთით
  • იმერული ხაჭაპური

დესერტი

  • გოგრა ხილფაფის შიგთავსით და ხილი

სასმელი: კომპოტი

 

ალკოპოლური სასმელი დაამატეთ ჯავშნის გვერდზე.

 
თუ მენიუში კერძის ან ინგრედიენტის ცვლილება გსურთ, ჯავშნის გაკეთებისას კომენტარში მიუთითეთ.
 
 
დაჯავშნა

  • გაუქმება სტუმრობამდე 24 საათით ადრე
  • თანხას იხდით მასპინძლის მიერ ჯავშნის დადასტურების შემდეგ
  • განსაკუთრებული გამოცდილება თქვენს მასპინძლებთან ერთად

1 ადამიანი
2-4 ადამიანი
5+ ადამიანი
სტანდარტული მენიუ 20 17 17
ვეგეტარიანული მენიუ 20 16 16
ღორის ხორცის მენიუ 20 17 17
დაჯავშნა
ჩიტაიას ქუჩა
დაჯავშნა