რატომ არის ქართული სუფრა მსოფლიოში გამორჩეული?
2020-01-28
ალბათ გსმენიათ ქართულ მასპინძლობაზე, სამზარეულოსა და მის გამორჩეულ კერძებზე. და, თუ არა, მაშინ ჩვენი ბლოგი დაგეხმარებათ გაიგოთ რა ხდის ქართულ სუფრას გამორჩეულს.
ქართულ კულტურაში კულინარიას და სტუმარს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. სტუმრის მოსვლა და დღესასწაულები ყოველთვის სუფრით აღინიშნება. ქართული სუფრა თავისი წესებით წარმოადგენს სოციალურ აქტივობას და სტუმრისადმი პატივისცემის გამოხატვის გზას.
რა ხდის ქართულ სუფრას გამორჩეულს? თამადა, განსხვავებული კერძები და სასმელი, სუფრის წევრი ქართველები თუ ქართული ცეკვა და სიმღერა? - ვფიქრობთ, ყველაფერი ერთად.