Guest Me • გესთ მი არის საქართველოში დაფუძნებული გასტრონომიული ტურიზმის სტარტაპ კომპანია, რომელიც აკავშირებს მოგზაურებს და ადგილობრივ მასპინძლებს. პლატფორმა საშუალებას აძლევს მასპინძლებს თავიანთ სახლში გაუმასპინძლდნენ სტუმრებს საკუთარი ხელით შექმნილი მენიუთი და ამაში მიიღონ დამატებითი შემოსავალი. მეორე მხრივ კი, სტუმრებს ეძლევათ საშუალება მისაღებ ფასში გაეცნონ ადგილობრივ კულტურას, უნიკალურ ოჯახურ საკვებსა და სასმელს. ყოველი მასპინძელი, რომელიც განთავსებულია GuestMe-ზე, ჩვენი გუნდის მიერ ყურადღებით არის შერჩეული.
ჩვენი მისიაა შევქმნათ სახლში სადილობის დასამახსოვრებელი გამოცდილება საქართველოში მყოფი ყოველი მოგზაურისთვის.
ჩვენი გუნდი განუწყვეტლივ მუშაობს მეგობრულ მასპინძლებთან ერთად უნიკალური გამოცდილების გაზიარებისთვის ახალ ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში გაფართოებაზე.
მონიშნეთ ქალაქი და დაათვალიერეთ ჩვენი მასპინძლები. აირჩიეთ თქვენი მასპინძელი და შეავსეთ დაჯავშნის ონლაინ ფორმა. გადახდა სრულდება ბანკის დაცული საგადახდო სისტემით, ჩვენ არ ვინახავთ ინფორმაციას თქვენი გადახდის შესახებ.
მასპინძელი იღებს ინფორმაციას ჯავშნის შესახებ და ხელმისაწვდომობის შემთხვევაში ადასტურებს მას. ჯავშნის დადასტურებისა და სტუმრობის დეტალების შესახებ შეტყობინებას ელ. ფოსტაზე მიიღებთ. თანხას დასტურის შემდეგ იხდით.
თქვენ შეგიძლიათ სტუმრობამდე 24 საათით ადრე გააუქმოთ ჯავშანი და დაიბრუნოთ თქვენ მიერ გადახდილი თანხის 100%.
გაიცანით ნამდვილი ქართული მასპინძლობა და გემრიელი კერძები, მოისმინეთ ამაღელვებელი ისტორიები და ისიამოვნეთ!
სატელეფონო ინტერვიუს საშუალებით ვეცნობით კერძების მზადების გამოცდილებას, დეტალებს სახლის შესახებ და მასპინძლად ყოფნის აღქმას. ყველაზე შესაფერისი მასპინძლები შერჩევის პროცესის მეორე ეტაპზე გადადიან.
მასპინძლის ვებგვერდზე მოხვედრამდე, ჩვენი გუნდი იღებს მასპინძლის სახლში სტუმრად ყოფნის იმ გამოცდილებას, რომელსაც მომავალში სხვა სტუმრები მიიღებენ. გუნდში ოფიციალურად მოწვეულები არიან ისინი, ვინც ჩვენს შიდა კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.
თქვენი ონლაინ ტრანზაქციები და მონაცემები დაცულია. იხილეთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა.